პორტუგალიის ნაკრებისთვის დუბლინში სტუმრობა დიდად წარმატებული ვერ გამოდგა: ნულოვანი ფრე მსოფლიოს შესარჩევის მატჩში. რონალდოს ჰქონდა ერთი-ორი მომენტი, მაგრამ ვერ გამოიყენა და საფინალო სასტვენის შემდეგ გაწბილებული ჩანდა.
ასეთ ხასიათზე ყოფნას მაინც არ შეუშლია ხელი კეთილი საქციელი ჩაედინა. თამაშის დასრულებისთანავე მოედანზე პატარა გოგო შევარდა, ირლანდიის ნაკრების გულშემატკივარი.
სტიუარდები მზად იყვნენ გოგონა გაეყვანათ, როდესაც რონალდომ თბილად ჩაიხუტა და მაისურიც უსახსოვრა.
თამაშის მერე გაირკვა, რომ ეს გახლდათ ედისონ უელანი, რომელიც „შელბურნის“ 13 წლამდელ გოგონათა გუნდში თამაშობს.
სხვათა შორის, გაჩნდა ინფორმაცია, რომ რონალდო მაისურს ირლანდიის ნაკრების მეკარეს, გევინ ბაზუნუს დაპირდა, მაგრამ…
GIPHY App Key not set. Please check settings