კალათბურთის ფარი, რომლითაც კობი ბრაიანტი ბავშვობაში თამაშობდა, 30 ათას ევროდ გაიყიდა. ფარი Heritage-ის აუქციონის სახლს ჰქონდა გამოტანილი.
უნიკალური ლოტი ლეგენდარული კალათბურთელის სახლში, პენსილვანიაში იყო განთავსებული. სახლი ცოტა ხნის წინ 670 ათას ევროდ გაიყიდა. გამყიდველმა ახალ მეპატრონეს ფარისთვის ფულის დამატება შესთავაზა, თუმცა ეს უკანასკნელი არ დაინტერესდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, კობის გარდაცვალების შემდეგ მის ნივთებზე განსაკუთრებული მოთხოვნაა. მაგალითად, ხის ნაჭერი, რომელზეც კალათბურთელმა ბოლო თამაშის დროს ავტოგრაფი დატოვა, აუქციონზე 497 ათას დოლარად შეფასდა.
არც პატივისცემა, არც ტაქტი: რეპერმა კობი ბრაიანტზე სიმღერა დაწერა – კალათბურთელის ქვრივი უკმაყოფილოა
შეგახსენებთ, რომ კობი ბრაიანტი, თავის 13 წლის ქალიშვილთან და კიდევ 7 ადამიანთან ერთად 2020 წლის 26 იანვარს ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
ბრაიანტის ტრაგედიაზე დასკვნა ცნობილია: პილოტმა ორიენტაცია დაკარგა
GIPHY App Key not set. Please check settings