„ჩიტადელას“ ნახევარმცველს კრისტიან დ’ურსოს კლუბის ბაზაზე მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ ბრალი წაუყენეს. ფებხურთელს თანამშრომლის დაუდევრობით მკვლელობა ედება ბრალად.
დ’ურსო საჭესთან იჯდა, როდესაც მისი ავტომობილი სავარჯიშო მოედნის სიახლოვეს სიმონეტოს ველოსიპედს დაეჯახა. ინციდენტი 23 აპრილს მოხდა. 77 წლის ლინო სიმონეტო 6 დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. დ’ურსოს წინააღმდეგ საქმე აღიძრა, მას ბრალი გაუფრთხილებლობით მკვლელობაში ედება.
დ’ურსო „რომას“ ახალგაზრდული გუნდის ყოფილი ფეხბურთელია.
ამ სეზონზე მან სერია ბ-ში 30 მატჩი ითამაშა, 3 გოლი გაიტანა და 2 ასისტი ჰქონდა.
GIPHY App Key not set. Please check settings