საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ხმაურიანი ამხანაგური მატჩი ითამაშეს – „ალ ჰილასისა“ და „ალ ნასრის“ გაერთიანებული გუნდი პსჟ-ს შეხვდა. გამოვიდა მაგარი ნოსტალგიური შოუ.
ეს მატჩი კრიშტიანო რონალდოსა და ლეო მესის ბოლო შეხვედრად მონათლეს. ფოტოგრაფებიც ბუნებრივია მთავარ გმირებს დასდევდნენ.
ზოგჯერ მესი და რონალდო დაძაბულად გამოიყურებოდნენ, მაგრამ მატჩამდე ერთმანეთს ჩაეხუტნენ.
თავი პირველად მესიმ გამოიჩინა – გოლი უკვე მე-3 წუთზე!
რონალდომ რბოლა ნახევარ საათში შეთავაზა, როდესაც მის მიერვე მოპოვებული პენალტი გაიტანა.
Siuuuu! – საუდის არაბეთი ეჩვევა კრიშტიანოს საფირმო აღნიშვნას. პირველ ტაიმში რონალდომ ორჯერ გაიტანა.
აი ნეიმარმა კი პენალტი ვერ გაიტანა – მეკარემ აუღო.
მეგავარსკვლავები ბოლომდე არ დარჩენილან. თავიდან რონალდო შეცვალეს, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
შემდეგ პსჟ-ს ლიდერებმა – მესიმ, ნეიმარმა და მბაპემ – ერთდროულად დატოვეს მოედანი.
სოცქსელებში ყველაფერი კარგად იყო. ლეომ რონალდოსთან ჩახუტება გამოდო.
პორტუგალიელმა კი მინაწერში აღნიშნა, რომ მოხარულია ძველი მეგობრების ნახვით.
ალ ნასრი და ალ ჰილალი – პსჟ – 4:5 (2:2)
0:1 – მესი (3), 1:1 – რონალდო (34, პენ), 1:2 – მარკინიოსი (43), 2:2 – რონალდო (45+6), 2:3 – რამოსი (53), 3:3 – ხენ სუ (56), 3:4 – მბაპე (60, პენ), 3:5 – ეკიტიკი (78), 4:5 – ტალისკა (90+4).
GIPHY App Key not set. Please check settings