Adidas-მა რამდენიმე ტოპ-კლუბის მესამე ფორმა აჩვენა.
გერმანულმა კომპანიამ წარადგინა მაისურები, რომელსაც ჩაიცმევენ „იუვენტუსი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, მადრიდის „რეალი“, „არსენალი“ და „ბაიერნი“. პროდუქცია გაყიდვაში 12 აგვისტოდან გამოვა.
ფორმის პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს ზემოაღნიშნული კლუბების ყოფილმა ფეხბურთელებმა. ესენი გახლავთ: ალესანდრო დელ პიერო, რიო ფერდინანდი, ზინედინ ზიდანი, პატრიკ ვიეირა და ბასტიან შვაინშტაიგერი.
GIPHY App Key not set. Please check settings