in

ფოტო: ვან გაალმა ნაკრების ტაქტიკა Coca-Cola-სა და წყლის ბოთლების გადაადგილებით ახსნა

ლუი ვან გაალმა უჩვეულო საშუალება აირჩია ნიდერლანდების ნაკრების ტაქტიკის ასახსნელად.

სპეციალისტმა პრეს-კონფერენციაზე გუნდის სქემის შესახებ კითხვას Coca-Cola-სა და წყლის ბოთლების მეშვეობით უპასუხა. მწვრთნელმა ისინი პირდაპირ მაგიდაზე გადაადგილა.

შეგიძლიათ გადაბრუნებული სამკუთხედის სქემა აგვიხსნათ?

კი (იღებს Coca-Cola-ს ბოთლს). უყურე, ეს არის ნიდერლანდური სამკუთხედი. თავდამსხმელი (Coca-Cola-ს ბოთლი) და ორი ვინგერი (წყლის ბოთლები).
მაგრამ გამოდის, რომ ეს გადაბრუნებული სამკუთხედია (Coca-Cola-ს ბოთლს უკან დგამს, ხოლო წყლისას წინ). ახლა უკვე ორი თავდამსხმელი გვყავს და ერთი ათიანის პოზიციაზე.

ეს სისტემა ყველაზე უკეთ მუშაობს ამ შემადგენლობისას (საუბარია 3-5-2 სქემაზე).

შესარჩევ მატჩებში ეს სქემა იმის გამო არ გამოვიყენე, რომ ამაზე სამუშაოდ საკმარისი დრო არ მქონია“, – განაცხადა ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელმა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზედიზედ მეორედ: მამარდაშვილი თვის სიმბოლურში

გორგოძე მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია