in

ფოტო: დოჰას მზის ქვეშ – წელი მე-6 ტიტულით უნდა დასრულდეს

ხვიჩა კვარაცხელია და პსჟ ხვალ კიდევ ერთი ტიტულის მოგებას შეეცდებიან: ხვალ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალია “ფლამენგოსთან”. თამაში კატარშია.

ფრანგული გუნდი დოჰაში ვარჯიშობს და მზიანი დღის ვარჯიშიდან ფოტოებიც დადო.

შეგახსენებთ, პსჟ-მ 2025 წელს 5 შეჯიბრი მოიგო და მხოლოდ ერთს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს ვერ შეწვდა, როცა ფინალში დამარცხდა.

თამაში ოთხშაბათს, თბილისის დროით 21:00 საათზეა და პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა ასეთია:
შევალიე – ზაირ-ემერი, ბერალდო, მარკინიოსი, მენდეში – ვიტინია, ნევეში, ლი – დუე, დემბელე, კვარაცხელია.

ერთი კურიოზული დეტალი.
აეროპორტში გადაღებული საერთო გუნდური რუსი ფოტოდან მეკარე მატვეი საფონოვი ამოშალეს.
ვიდეოზე საფონოვი კვარაცხელიას უკან ჩანს, ფოტოზე კი არა, თანაც… ფეხების წაშლა დაავიწყდათ.
საფონოვმა კომენტარიც გააკეთა: „შეიძლება იფიქროთ, რომ აქ არ ვარ, მაგრამ აქ ვარ. ბევრი საუბარი იყო ფოტოშოპის გამოყენებაზე. არა, აქ მე დამალული ვარ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბრალდებები უსაფუძვლოა, დუმილი სიმართლეს არ იცავს: ილია თოფურია სასამართლოში მიდის

ფიფამ წლის საუკეთესოები დაასახელა: ისევ დემბელე და სხვები