დღეს საქართველო-ბარსელონაა. მართალია ვეტერანების მატჩია, მაგრამ მაინც სასიამოვნოა როგორც ჩვენი ფეხბურთელების ნახვა, ასევე მსოფლიო დონის ლეგენდების.
ამ შეხვედრას პირდაპირ ეთერში გადასცემს Barça One.
თამაშს „ბარსელონაც“ გამოეხმაურა და თავის გვერდზე დაწერა კიდეც „ბარსას ლეგენდების“ თამაშს საქართველოში მოუთმენლად ველით“.
აღნიშნავენ, რომ თბილისი და „დინამო არენა“ ის ადგილია, სადაც „ბარსამ“ მეხუთედ მოიპოვა ევროპის სუპერთასი, როდესაც დამატებით დროში „სევილია“ 5:4 დაამარცხა, გოლები კი მესიმ (2), რაფინიამ, ლუის სუარესმა და პედრომ გაიტანეს.
მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ხავიერ სავიოლამ და იარი ლიტმანენმა 100-ზე მეტი დამსწრე ჟურნალისტის კითხვებს უპასუხეს. „ბლაუგრანელებმა“ მადლობა გადაუხადეს გულშემატკივრებს.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, ხავიერ სავიოლა, იარი ლიტმანენი, ჟერარ ლოპესი და ალბერტ ფერერი გაემართნენ „ბარსას“ თბილისურ მაღაზიაში, რომელიც კლუბმა ცოტა ხნის წინ გახსნა. ათასამდე ადამიანი ელოდა ფეხბურთელებს, რომლებმაც ერთი საათი ავტოგრაფების დარიგებასა და „ბარსელონას“ ქართველ გულშემატკივრებთან ფოტოების გადაღებაში გაატარეს. ბევრი მათგანი დილიდან რიგში იდგა წვიმაში, რათა ადგილი დაეკავებინათ მაღაზიაში შესასვლელთან და კუმირების ახლოდან სანახავად.






GIPHY App Key not set. Please check settings