ერედივიზიონის 31-ე ტურში ამსტერდამის ,,აიაქსმა” ,,ემენს” უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.
ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, ერიკ ტენ ჰაგის გუნდი მეორეადგილოსან ,,პსვ ეინდჰოვენს” 15 ქულით გაექცა. შედეგად, ,,აიაქსი” ნიდერლანდების ჩემპიონი ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი 35-ედ გახდა.
დღეს მოგებულ მატჩში გოლები იურიენ ტიმბერმა (10′), სებასტიან ალემ (61′), დევაინ რენჩმა (66′) და დევი კლასსენმა (74′) გაიტანეს.
ამ გამარჯვებით “აიაქსს” 79 ქულა დაუგროვდა.
შეგახსენებთ, გასულ სეზონში ნიდერლანდების ჩემპიონატი პანდემიის გამო ნაადრევად დაასრულეს და არ ჩაუმთავრებიათ. 2018/19 წლების სეზონში კი ჩემპიონი ისევ “აიაქსი” იყო.
“აიაქსის” ქვეყნის 35-ე ჩემპიონობა რეკორდია.
GIPHY App Key not set. Please check settings