in

ფოტოშედევრი: ივლისის მთელი სილამაზე – ბალახი-მაყურებელი, უსიმპატიო ჩახუტება, მესის ზარი და ოლიმპიადა

ივლისი დარტვირთული იყო სპორტული ამბებით: თვის დასაწყისში ჯერ კიდევ ევროპის ჩემპიონატი გვქონდა ფეხბურთში, თვის ბოლოსკენ კი უკვე ოლიმპიური თამაშები დაიწყო.
გადავახედოთ ყველაზე ლამაზ და შემოქმედებით ფოტოებს.

ფოტოშედევრი: მაისის მთელი სილამაზე – დაბრუნება ტრიბუნებზე, პეპის კოცნა და ამოყირავებული ჩხარტიშვილი

ფოტოშედევრი: თებერვლის მთელი სილამაზე – მესის ჯარიმა, ფლამენგოს გაცილება, ოქროსფერი პეპელა…

3 ივლისი. ინგლისელი ფანები ზოგჯერ ძალიან უცნაურები და იდუმალები არიან.

11 ივლისი. ნახე, ოქროს მედალი – მესიმ როგორც იქნა მოიგო პირველი ტურნირი არგენტინის ნაკრებთან ერთად და ახლობლებს ურეკავს.

11 ივლისი. კონორ მაკგრეგორი შოუს მოტეხილი ფეხითაც აკეთებს.

11 ივლისი. ყველაზე დატვირთული დღე ჯოკოვიჩის უიმბლდონზე გამარჯვებით გაგრძელდა.

11 ივლისი. ათასგვარ ნაგავზე დადიან ინგლისელი ქალბატონები მას შემდეგ, რაც ინგლისელმა ფანებმა ლესტერ-სქვერი მიანგრიეს ლონდონში.

11 ივლისი. ბედნიერი იტალიელი გულშემატკივარი ევრო 2020-ზე გამარჯვების შემდეგ. დააკვირდით, სალუტის ცენტრში – გული.

12 ივლისი. Football is coming to Rome.

14 ივლისი. ადამიანი-ჩოგანი ფილიპ კოლშრაიბერი.

17 ივლისი. კლასიკური ფოტო კრივში: ბელგიელი რიად მეხრი ჩინელ ჟანს სულს ხდის.

16 ივლისი. „ტურ დე ფრანსი“.

21 ივლისი. ოლიმპიადის დაწყებამდე აფროსნები ფუძიამას ფონზე ვარჯიშობენ.

23 ივლისი. ტოკიოს ოლიმპიადის გახსნა, ფოტოგრაფები ლამაზ რაკურსებს ისე ეძებდნენ, რომ ცარიელი ტრიბუინები არ გამოჩენილიყო.

24 ივლისი. პოლონელი ნატალია პარტიკა – პირველი დღის ერთ-ერთი გმირი.

25 ივლისი. ადამი პიტი და მისი ზღვის ლომი.

25 ივლისი. ბალახის ჰოკეიში მაყურებელიც ბალახია.

25 ივლისი. ჩახუტება, სადაც არანაირი სიმპატია არ არის.

26 ივლისი. პლაჟის ფრენბურთიდან უფრო სხვაგვარ ფოტოებს ვართ მიჩვეულები, ახლა კი კელი კლასის წითურ ნაწნავებს დავჯერდეთ.

27 ივლისი. ეს უკვე კინოა: კორეელი გაუნ ჩუ და პისტოლეტი.

29 ივლისი. Tokyo.

30 ივლისი. სიმაღლეში მხტომელი მაიკლ მეისონი მთლად კომფორტულად ვერ არის.

30 ივლისი. ინგლისელი ფოტოგრაფი რიჩარდ ჰითკოტი აჩვენებს, როგორ გამოიყურებიან მისი კოლეგები მძლეოსნობის დროს.

30 ივლისი. იგივე ადგილი და დრო. ერთ-ერთ ფოტოგრაფს წინა ფოტოს დროს ეს გამოუვიდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გენო პეტრიაშვილი: დავუშვი შეცდომა და ვიბრძოლებ მის გამოსასწორებლად

ლევან ყენია მწვრთნელობას იწყებს: ქართველი გერმანიის რეგიონლიგის კლუბში იმუშავებს