2 თებერვალი: მე-4 დივიზიონის “როტ ვაისმა” გერმანიის თასიდან “ბაიერი” გააგდო და 1/4 ფინალში გავიდა.
3 თებერვალი. საუკეთესო ხედი ბეისბოლის პატარა სტადიონზე მექსიკის ქალაქ მასატლანში. მასპინძლები პანამის გუნდს ეთამაშებოდნენ და 6:3 მოიგეს.
5 თებერვალი. პარალელურად – წინა პლანზე 2018 წლის ოლიმპიური ჩემპიონი მიკაელ კინგსბერი.
7 თებერვალი. ლეო მესის ჯარიმა – ხელოვნებაა. საინტერესოა სხვა ფეხბურთელების მოძრაობა და წარმოდგენა, რა მოხდება წამიერი გაელვების შემდეგ.
7 თებერვალი. ტომ ბრედიმ კარიერაში მე-7 სუპერბოული მოიგო და პირველი “ტამპა ბეიში”. 43 წლის ლეგენდა პირველად აირეკლა, როდესაც “ნიუ ინგლენდ პეტრიოტსის” ფორმა არ ეცვა.
7 თებერვალი. Reuters სენეგალიდან ცხენოსნობაზე ლამაზი ფოტოისტორია ჩამოიტანა.
9 თებერვალი. მელბურნში სტარტი აიღო ცხელმა Australian Open-მა. უკრაინელი ელინა სვიტოლინა ნათელ მხარეს გადადის.
10 თებერვალი. ფლორიდაში მზიანი დარია. “ტამპა ბეი ბაკანირსის” ეფექტური საჩემპიონი აღლუმი.
12 თებერვალი. ავსტრალიის კორტებზე სტუმრები შეფრინდნენ. ოქროსფერი პეპელა მომავალ ჩემპიონ ნაომი ოსაკას დაუმეგობრდა.
14 თებერვალი. ძალიან დათოვლილი ბობსლეი გერმანულ ალტენბერგში.
14 თებერვალი. ბიატლონის ფინიშის ესთეტიკა ფიგურებსა და ჩრდილებში.
14 თებერვალი. “დაიტონი-500”-ის ცეცხლოვანი სტარტი.
15 თებერვალი. ცხენი და მხედარი სიბნელეში მიაჭენებენ ვულვერჰემპტონის იპოდრომზე.
15 თებერვალი. შედეგიანი (3:3) და თოვლიანი მატჩი ბუნდესლიგაში – “ბაიერნი”-“არმინია”.
19 თებერვალი. ოფიციალურად დადასტურდება, რომ ეს ადამიანი ბავშვობიდან სტეფანოს ციციპასის გულშემატკივარი იყო.
20 თებერვალი. NHL-ის სეზონის ულამაზესი ითამაში: “კოლორადო” და “ვეგასი” “ზამთრის კლასიკაში” ტაჰოს ტბაზე შეხვდნენ ერთმანეთს.
ფოტო: NHL-ის გუნდები ტაჰოს ტბაზე თამაშობენ: მატჩის დროს ყინულმა დნობა დაიწყო
20 თებერვალი. სასიამოვნო რაკურსი ბიატლონის ესტაფეტაზე.
21 თებერვალი. “ფლამენგოს” ფანები საყვარელ გუნდს გადამწყვეტ მატჩზე აცილებენ “ინტერნასიონალთან”. “ფლამენგო” ჩემპიონი გახდა.
23 თებერვალი. თითქოს ჩვეულებრივი გადაფრენა ხალხზე, მაგრამ 2020/21-ის ეფექტით.
27 თებერვალი. ეს კი რაგბია – სპორტი, სადაც ყოველთვის შეიძლება პარტნიორის ზურგში დგომა მოგიწიოს. ასეც გააკეთა ირლანდიელმა რობ ჰერინგმა ექვს ერზე.
27 თებერვალი. “ლიდსის” რაფინია ძალიან ცხვირჩამოშვებულია “ასტონ ვილასთან” წაგებით.
28 თებერვალი. თებერვალმა ისევე სწრაფად გაირბინა, როგორც ამ ცხენებმა ფოტოგრაფის ობიექტივის თავზე.
GIPHY App Key not set. Please check settings