in

ფორტუნამ ზურგი გვაქცია: საქართველომ წააგო და ევროპა ჩვენს გარეშე გრძელდება

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი დაასრულა.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ჩვენი გუნდი პორტუგალიის ნაკრებთან დამარცხდა – 0:4.
მეტოქე ძლიერი კი გვყავდა, მაგრამ უიმედოდ არ ვყოფილვართ. გვჯეროდა ჩვენი გუნდის და მისი შესაძლებლობების. სამწუხაროდ, არ გამოვიდა. თამაშმა ინტრიგა მალევე დაკარგა. უკვე მატჩის დასაწყისში, VAR-ზე გადამოწმებით კაცი გაგვიგდეს, მე-5 წუთზე უხეშობისთვის (გაშლილი ფეხით წავიდა) წითელი ბარათი მიიღო ლაშა ოდიშარიამ.

ტაიმის შუისკენ კი, მთელი ტურნირი დიდებულად მოთამაშე ჩვენმა მეკარემ ლუკა ხარატიშვილმა ბავშვური შეცდომა დაუშვა და ბურთი ხელიდან გაუშვა. ასე გაიხსნა ანგარიში და რა თქმა უნდა მობილიზება და ფსიქოლოგიურად საჭირო მდგომარეობაში თავის მოყვანა გაჭირდა.

მეორე ტაიმში ცოტა კი გავუძალიანდით, მაგრამ შეხვედრამ ინტრიგა თანდათან დაკარგა და პორტუგალიამ თამაშის ბოლოს სოლიდური სხვაობით მოგვიგო.

საქართველო – პორტუგალია 0:4
გოლი: 0:1 პინეირომ 24. 0:2 კუენდა, 62. 0:3 გომისი, 87. 0:4 არაუჟო, (90+5 – პენალტით).

საქართველო: ხარატიშვილი, მაისურაძე, იაკობიძე, ხვადაგიანი, აზაროვი (67. მამაცაშვილი), გ. მამაგეიშვილი (67. ეგოიანი), ლომინაძე, ო. მამაგეიშვილი (85. მორჩილაძე), ოდიშარია, აბუაშვილი (51. ბედოშვილი), კვერნაძე.

სათადარიგოები: მაქაცარია, თანდილაშვილი, ოსიყმაშვილი, ოდიშვილი, გაგნიძე, სიგუა, გორდეზიანი.

მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.

პორტუგალია: სოარეში, პინეირო, ლამბა, მუნიზი, მაზინიო, მ. ფერნანდეში (61. სა), ნაშიმენტუ, ბერნარდო (82. კ. მარკეში), კუენდა (82. გომისი), რ. ფერნანდეში (46. დე ამორიმი), ტომაში (67. არაუჟო).

გაფრთხილება: რ. ფერნანდეში (45+1). კვერნაძე (53). გ. მამაგეიშვილი (55). მ. ფერნანდეში (62). ლომინაძე (72).

გაძევება: ოდიშარია (5)

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფი სამი ქულით მესამე ადგილზე დაასრულა. ჯგუფიდან გავიდნენ პორტუგალია და საფრანგეთი.

მატჩის შემდეგ ტრენჩინში შეკრებილმა ქართველმა გულშემატკივრებმა ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადეს და მოედნიდან ოვაციებით გააცილეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შენგელიას პირადი რეკორდი, ფინალის MVP და ჩემპიონობა!

დიდი გაკვეთილი მივიღეთ: რაზე წყდება გული რამაზ სვანაძეს