in

ფორმულა 1-მა ასეულობით სიცოცხლე შეიწირა: დღეს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი შემთხვევა მოხდა – გავიხსენოთ სხვა ინციდენტებიც

1961 წლის 10 სექტემბერს, 60 წლის წინ, მოხდა „ფორმულა 1“-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ავარია. გერმანელი ვოლფგანგ ფონ ტრიპსი „ფერარით“ შოტლანდიელ ჯიმ კლარკს დაეჯახა, რომელიც „ლოტუსის“ საჭესთან იჯდა. შეჯახებამ გერმანელი პილოტის და 14 მაყურებლის სიკვდილი გამოიწვია. ვოლფგანგის მანქანა წინაღობას შეასკდა და ტრასიდან მაყურებლისკენ გაფრინდა (ფოტო საწყის გვერდზე).

70 წლის განმავლობაში კიდევ ბევრი ტრაგიკული ინციდენტი მომხდარა. ყველაზე პრესტიჟული ავტორბოლის ჩემპიონატების, კვალიფიკაციისა თუ სატესტო რბოლისას 43 პილოტი გარდაიცვალა. თუ ამას დავუმატებთ მექანიკოსების, მარშალების (მეხანძრეები) თუ მაყურებლის ფატალურ შემთხვევებს, მსხვერპლთა სია ასეულს გადაჭარბებს. მიუხედავად ამისა, ავტორბოლები მაინც იზიდავს ხალხს. მათ შორის, სასიკვდილო საშიშროების მიუხედავად.

სუპერშვედი რონი პეტერსონი 1978 წლის იტალიის გრან-პრიზე დაიმტვრა და ორივე ფეხი მოტყდა. ექიმების თქმით, ის მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. მიუხედავად ამისა, პილოტი ღამით გარდაიცვალა.

1960 წლის ბელგიის გრან-პრიზე ერთბაშად ორი პილოტი დაიღუპა – კრის ბრისტოუ და ალან სტეისი (ფოტოზე). ბრისტოუ მე-19 წრეზე დაიღუპა, ხოლო 24-ე წრეზე, ბრისტოუს სიკვდილის ადგილთან სტეისის შლემს ჩიტი დაეჯახა და პილოტი სამმეტრიანი ღობის იქით მოისროლა.

1973 წელს ნიდერლანდების გრან-პრიზე როჯერ უილიამსონის ბოლიდი გადატრიალდა და ცეცხლი წაეკიდა. ცეცხლჩამქრობის მქონე მარშალებმა ვერ გაბედეს ახლოს მისვლა, რადგან საწვავის ავზი არ აფეთქებულიყო, ისინი ხალხს აკავებდნენ, რომლებიც პილოტის დახმარებას ცდილობდნენ.

სან მარინოს 1994 წლის გრან-პრი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკულია ავტოსპორტის ისტორიაში. დაიღუპა ორი სპორტსმენი. კვალიფიკაციის დღეს ავსტრიელი როლანდ რატცენბერგერი გარდაიცვალა, რომელიც 314.9 კმ/სთ სიჩქარით ბეტონის კედელს შეასკდა.

მომდევნო დღეს კი დაიღუპა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ლეგენდარული ბრაზილიელი აირტონ სენა. ისიც ბეტონის კედელს დაეჯახა 310 კმ/სთ სიჩქარით. მისი დაღუპვა მთელი ავტოსპორტის სამყაროსთვის შოკი იყო.

2015 წლის 17 ივლისს დაიღუპა ფრანგი ჟიულ ბიანკი. ის რბოლისას მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა. პილოტი ტრასიდან გადავიდა და ევაკუატორს შეეჯახა.

1977 წელს, სამხრეთ აფრიკაში ერთ-ერთი მრბოლელის ბოლიდს ცეცხლი გაუჩნდა. მარშალები ჩასაქრობად გაეშურნენ, პრაისის ბოლიდმა ერთ-ერთი მეხანძრეს გადაურა, დარტყმისას კი ცეცხლჩამქრობი რიკოშეტით პილოტს თავში მოხვდა. მეხანძრეც და ტომ პრაისიც ადგილზე დაუღუპნენ.

2012 წლის 3 ივლისს ესპანელი ქალი მრბოლელი მარია დე ვილოტა ტესტების დროს მოხვდა ავარიაში. მისი ბოლიდი სატვირთოს შეეჯახა. ქალი შემთხვევიდან ერთი საათის შემდეგ ამოიყვანეს მანქანიდან, მაგრამ 2013 წლის 11 ოქტომბერს ვილოტა ავარიის დროს მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა.

1982 წლის მაისში ბელგიაში, კვალიფიკაციის დროს მოსახვევიდან გამოსვლისას ჟილ ვილნევი წინ მიმავალ ბოლიდს შეეხო და ჰაერში აფრინდა. კანადელის მანქანა რამდენჯერმე გადაბრუნდა და ასფალდს დაენარცხა. უსაფრთხოების ღვედებმა ვერ დაამაგრა და ვილნევი სავარძელთან ერთად ბოლიდიდან ამოფრინდა. პილოტი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: ნეიმარმა ჯანო ანანიძეს მაისური უსახსოვრა

კორონავირუსს 20 წლის ქართველი ფეხბურთელი ემსხვერპლა