ავსტრალია და ახალი ზელანდია ემზადებიან პირველად უმასპინძლონ მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში ქალთა შორის. სტარტამდე 25 დღე რჩება. სიდნეიში კი გაიმართა აქცია, რომელიც ამ თარიღს ეძღვნება. 4 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა ჰარბორის ხიდზე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფოლადის თაღიანი ხიდია.
მონაწილეებმა ხიდზე ორგანიზატორი ქვეყნების ფერებში დამზადებული 17-მეტრიანი მაისური და მონაწილე 32 გუნდის დროშები გაატარეს. გულშემატკივრებთან ერთად მსვლელობაში მონაწილობა მიიღეს ავსტრალიელმა აბორიგენებმა და ახალი ზელანდიის მკვიდრმა მოსახლეობამ – მაორებმა.
GIPHY App Key not set. Please check settings