ESPN-მა გასული ეზონის მიხედვით საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.
„სიტის“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი საუკეთესო ცენტრალურ თავდამსხმელად აღიარეს. მეორე ადგილი დაიკავა „რეალის“ ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ (ახლა უკვე „ალ იტიჰადი“), მესამე აღმოჩნდა ჰარი კეინი „ტოტენჰემიდან“, რომლის წაყვანას „ბაიერნი“ ცდილობს.
ფლანგის შემტევ ნახევარმცველებს შორის საუკეთესოდ მიიჩნიეს ბუკაიო საკა, რომელსაც მშვენიერი სეზონი ჰქონდა „არსენალში“. არანაკლები სეზონი ჰქონდა „ნაპოლიში“ და მეორე ადგილზე გავიდა ხვიჩა კვარაცხელია. მესამეა ყველაფრის მომგები „სიტის“ ჯეკ გრილიში.
საუკეთესო ფრთის თავდამსხმელად პსჟ-ს კილიან მბაპე დაასახელეს.
საუკეთესო შემტევი ცენტრალური ნახევარმცველი გახდა კევინ დე ბრუინი („სიტი“), საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი – ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდის „ბორუსია“, აწ უკვე „რეალი“), საუკეთესო მარცხენა მცველი – ალფონსო დევისი („ბაიერნი“), საუკეთესო ცენტრალური მცველი – რუბენ დიაში („სიტი“), საუკეთესო მარჯვენა მცველი – აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), საუკეთესო მეკარე – ტიბო კურტუა („რეალი“).
GIPHY App Key not set. Please check settings