ფიფა აპირებს 2026 წლიდან მსოფლიო ჩემპიონატი ყოველ ორ წელიწადში ჩაატაროს.
ამის შესახებ ფიფამ ყველა ეროვნული ფედერაცია უკვე შეატყობინა.
პროექტის თანახმად, დღეების რაოდენობა, როდესაც კლუბები ფეხბურთელებს ნაკრებში გაუშვებენ, წელწადში 50-დან 30-მდე შემცირდება.
საერთაშორისო ტურნირების საკვალიფიკაციო რაუნდი მაქსიმუმ 7 მატჩით შემოიფარგლება, ამიტომ ეს საშუალებას მისცემს თამაშები ორი ფანჯრის დროს გაიმართოს – ოქტომბერსა და მარტში.
ფიფა ხაზს უსვამს,რომ ასეთი რეფორმა საშუალებას მისცემს ფეხბურთელების დატვირთვები შემცირდეს.
მაგალითის სახით მოყავთ მესის გადაფრენა კლუბიდან ნაკრებში და უკან 2014-დან 2918 წლების პერიოდში. საერთო ჯამში არგენტინელმა 324 ათასზე მეტი კილომეტრი გადაიფრინა, ხოლო ახალი კალენდარი ამ მაჩვენებელს 157 ათას კმ-მდე შეამცირებს.
ფიფამ ასევე აღნიშნა, რომ უეფაში ნაკრების მატჩების რაოდენობა 4-წლიან პერიოდში 44-დან 43-მდე შემცირდება, სამხრეთ ამერიკული გუნდების კი 38-დან 34-მდე.
GIPHY App Key not set. Please check settings