in

ფიფა მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევრად ავტომატურ VAR-ის სისტემას გამოიყენებს

2018 წლის მუნდიალი ფეხბურთში ახალი ეტაპის საწყისი გამოდგა. წლების მანძილზე განხილული ვარის სისტემა საბოლოოდ დაინერგა, დაიტესტა და გამოჩნდა, რომ აუცილებელი ყოფილა. კი, ვარს ხანდახან დღემდე ეპარება შეცდომები, მაგრამ 4 წლისთავზე იდეალურ პროდუქტს ნუ მოვითხოვთ, რადგან დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდება. თუ პრაქტიკა არ იქნება ვერც დახვეწა მოხდება, შესაბამისად, მგლის შიშით ფარა არ უნდა გავწვყიტოთ…

ყატარში გასამართი მუნდიალის წინ კი ფიფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნახევრად ავტომატური ოფსაიდის სისტემა დაინერგება. ბურთში ჩამაგრდება ჩიპი რომელიც იდეალურად განსაზღვრავს ახლომდებარე მოთამაშეების პოზიციას პლუს 12 კამერა, რომელთა პირველადი ფუნქცია მოთამაშის პოზიციის განსაზღვრაა.

სისტემის მთავარი ხიბლი დროის მოგება და შეცდომი მინიმუმამდე დაყვანაა. რამდენჯერ გინახავთ, საორჭოფო სიტუაციისას 2-3 წუთიანი კონსულიუმი…

ჰოდა, დასკარგი დრო სადაა?! ამ ინოვაციას თავად ჯანი ინფანტინო გამოეხმაურა:

„2018 წელს ფიფამ მამაცი ნაბიჯი გადადა, როცა ვარი დანერგა. პროცესმა აჩვენა, რომ ეს იყო ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინოვაცია. რაც შეეხება ახალ ტექნოლოგიას, მისი დატესტვა სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მწამს, რომ ყატარში ყველაფერი ჩინებულად იქნება. ფიფას მიზანია, რომ ფეხბურთის ხარისხი ყველა დონეზე გაუმჯობესდეს და ნახევრად ავტომატური სისტემა ამის შეუქცევადი ნაწილია“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

NBA-ში მაქსიმალური კონტრაქტების დღეა, იოკიჩი და ბუკერი 490 მილიონს გამოიმუშავებენ, დურანტმა წასვლა გადაწყვიტა

ლუკაკუ ნაწყენია. ბენზემა კარგი ბიჭია, მაგრამ მე ვისზე ნაკლები ვარო