in

ფიფას პრეზიდენტმა რუსეთი დავაბრუნოთო: რამდენად შესაძლებელია და რა არის ამისთვის საჭირო

ფიფას პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს ციტატამ რუსეთის ნაკრების დაბრუნებასთან დაკავშირებით ახალი ამბები ააფეთქა.

ფიფას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსული გუნდების საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის აკრძალვის მოხსნა უნდა განიხილონ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს საკითხი, რადგან ამ აკრძალვამ ვერაფერი მოიტანა. მან მხოლოდ მეტი იმედგაცრუება და სიძულვილი შექმნა“, – თქვა ინფანტინომ.

რუსულ გუნდებს 2022 წლის თებერვლიდან ეკრძალებათ ფიფასა და უეფას ეგიდით საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა.

უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ მოუწოდა ფიფას და მის პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს, არ შეცვალონ პოზიცია რუსეთის საფეხბურთო შეჯიბრებებში მონაწილეობის აკრძალვასთან დაკავშირებით, სანამ უკრაინაში კონფლიქტი არ მოგვარდება.

„ჩვენ არ ვეთანხმებით იმ მტკიცებას, რომ აკრძალვა არაეფექტურია. მიგვაჩნია, რომ შეჯიბრებიდან გარიცხვა ზეწოლის ეფექტიანი მეთოდია. რუსეთის ნაკრების პოტენციური რეინტეგრაცია საფრთხეს უქმნის შეჯიბრებების უსაფრთხოებას და მთლიანობას“, – ნათქვამია უეფას ვებსაიტზე.

ფიფას საბჭო არ გეგმავს რუსეთის საერთაშორისო შეჯიბრებებში დაბრუნების საკითხის განხილვას.
როგორც The Times იუწყება, ასეთი ნაბიჯი რამდენიმე ევროპული ქვეყნის მხრიდან ძლიერ წინააღმდეგობას გამოიწვევს. ფიფას საბჭო ამ საკითხზე კენჭისყრას არ აპირებს.

საქმე ასეა:
ფიფასთვის საჭიროა საბჭოს პრეზიდიუმის ხმების უმრავლესობა, რომელიც შვიდი წევრისგან შედგება: პრეზიდენტი და ექვსი კონფედერაციის ხელმძღვანელი. შემდეგ მოდის რატიფიკაცია თავად საბჭოს 37 წევრის მიერ.

უეფას სჭირდება აღმასრულებელი კომიტეტის წევრების ხმათა უმრავლესობა: 19 არჩეული წევრი და უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი.

ქვეყნები, რომლებიც გავლენას ახდენენ ევროპის აღმასრულებელი კომიტეტის საბოლოო გადაწყვეტილებებზე: სლოვენია, იტალია, უელსი, ალბანეთი, დანია, გერმანია, საფრანგეთი, ჩეხეთი, საქართველო, ნორვეგია, ხორვატია, ფინეთი, ესპანეთი, სომხეთი, ნიდერლანდები, ესტონეთი, ისრაელი, კატარი და შვეიცარია. ნუ გაგიკვირდებათ კატარზე – ნასერ ალ-ხელაიფი კომიტეტშია როგორც ევროპული კლუბების ასოციაციის წარმომადგენელი.

ფიფას პრეზიდენტი ასევე მიიჩნევს, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტის იდეა აშშ-ს პოლიტიკის გამო არასწორია.
„ვფიქრობ, ჩვენს გაყოფილ და აგრესიულ სამყაროში გვჭირდება ღონისძიებები, სადაც ადამიანებს შეეძლებათ მისვლა და შეხვედრა, ფეხბურთისადმი გატაცების გაზიარებით“, – ციტირებს ინფანტინოს სიტყვებს Sky Sports.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

როდის ასპარეზობენ ჩვენები: ქართველი სპორტსმენების განრიგი ოლიმპიადაზე

ბორჯღალოსნების განრიგი მსოფლიოზე ცნობილია: ვიწყებთ რუმინეთით