ფიფამ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ლოგო გამოაქვეყნა.
ტურნირი მომავალ ზაფხულს აშშ-ში გაიმართება. მასში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
ფიფამ პირველი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ემბლემა აჩვენა. თანამედროვე, მინიმალისტური დიზაინი, რომელიც მოიცავს ტურნირის ინიციალებს და შთაგონებულია ფეხბურთის ბურთით, ისტორიით და კულტურით. ინიციალები „C – W – C“ აბსტრაქტულია წრიულ ნიშნად. ემბლემა იქნება ადაპტირებული და გამოიყენბენ ყველა მომდევნო ტურნირისას.
ტურნირის მუსიკალური თემა იქნება იტალიელი შემსრულებლის Gala კომპოზიცია სახელწოდებით Freed from Desire (გათავისუფლებული სურვილისგან), რომელიც 1996 წელს გამოვიდა.
GIPHY App Key not set. Please check settings