ფიფამ დოჰაში დაჯილდოება ჩაატარა და სხვადასხვა ნომინაციაში წლის საუკეთესოები დაასახელა.
ყველა გამარჯვებული:
საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი: უსმან დემბელე (პსჟ, საფრანგეთი)
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: აიტანა ბონმატი („ბარსელონა“, ესპანეთი)
საუკეთესო მამაკაცი მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ/„სიტი“, იტალია)
საუკეთესო ქალი მეკარე: ანა ჰემპტონი („ჩელსი“, ინგლისი)
საუკეთესო მამაკაცი მწვრთნელი: ლუის ენრიკე (პსჟ, ესპანეთი)
საუკეთესო ქალი მწვრთნელი: სარინა ვეიმანი (ინგლისის ნაკრები, ნიდერლანდები)
საუკეთესო გოლი (მამაკაცთა შორის): სანტიაგო მონტიელი („ინდეპენდიენტე“, არგენტინა)
საუკეთესო გოლი (ქალთა შორის): ლიზბეტ ოვალი („ტიგრესი“, მექსიკა)
Fair Play-ის ჯილდო: ექიმი ანდრეას ჰარლას-ნიუკინგი („რეგენსბურგი“, გერმანია)
წლის სიმბოლური ნაკრები მამაკაცთა შორის:
დონარუმა, ჰაკიმი, პაჩო, ვან დაიკი, მენდეში, პედრი, ვიტინია, ბელინგემი, პალმერი, იამალი, დემბელე
წლის სიმბოლური ნაკრები ქალთა შორის:
ჰემპტონი, ბრონზი, ვილიამსონი, პარედესი, ბატლი, ბონმატი, გუიარო, პინა, პეტულასი, რუსო, კალდენტეი



GIPHY App Key not set. Please check settings