in

ფიფამ წლის ნაკრები შეადგინა: მესი პირველად ვერ მოხვდა, ყველაზე მეტი ხმა ბელინგემმა მიიღო

FIFPro-მა წლის გუნდი გამოაცხადა.

წლის საუკეთესო მოთამაშეთა სიმბოლური ნაკრების დაკომპლექტებისას 3-4-3 სისტემა შეირჩა. შემადგენლობა გამოკითხვით შედგა, რომელშიც 21 266 ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა.

მეკარე: ედერსონი (მანჩესტერ სიტი);

მცველები: დანიელ კარვახალი, ანტონიო რუდიგერი (ორივე მადრიდის რეალი), ვირხილ ვან დეიკი (ლივერპული);

ნახევარმცველები: კევინ დე ბრუინი, როდრი (ორივე მანჩესტერ სიტი), ტონი კროოსი (კარიერა დაასრულა, ყოფილი რეალი), ჯუდ ბელინგემი (მადრიდის რეალი);

თავდამსხმელები: ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი), კილიან მბაპე, ვინისიუსი (ორივე მადრიდის რეალი).

FIFPro-ს გუნდის განსაზღვრისას ყველაზე მეტი ხმა ჯუდ ბელინგემმა მიიღო – 11176 ხმა.

ლიონელ მესი FIFPro-ს გუნდში 18 წლის განმავლობაში პირველად ვერ მოხვდა. არგენტინელი თავდამსხმელი ერთ-ერთი პრეტენდენტი იყო, მაგრამ საბოლოო შემადგენლობაში ვერ შევიდა. მანამდე მესი სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ 17-ჯერ მოხვდა.
კრიშტიანო რონალდო სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეორედ ვერ მოხვდა. მანამდე ის ზედიზედ 15-ჯერ იყო წლის ნაკრებში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდას ანთება დაუდგინეს, შესაძლოა მომდევნო მატჩი ვერ ითამაშოს

რა დროს რონალდოა, როცა მესია: ილია თოფურია ლეოს თავის ბრძოლაზე იწვევს