in

ფიფამ უარი თქვა რუსეთის დაშვების განხილვაზე: ქვეყნები, რომლებიც კატეგორიული წინააღმდეგი არიან

დასახელდა ქვეყნები, რომლებიც რუსული გუნდების ევროტურნირებზე დაბრუნების წინააღმდეგი არიან.
ფიფას ბოლო კონგრესზე, რომელიც 15 მაისს პარაგვაიში გაიმართა, რუსეთის ნაკრებისა და რუსული კლუბების საერთაშორისო არენაზე დაბრუნების თემა ოფიციალურად არ წამოჭრილა. თუმცა ამბობენ, რომ კულუარებში დისკუსია მიმდინარეობს, განსაკუთრებით აქტიურობენ სამხრეთამერიკული ქვეყნები, რომლებიც რუსეთის დაბრუნებას უჭერენ მხარს.

კვლავაც კატეგორიული წინააღმდეგი გამოდიან ინგლისი, შოტლანდია, უელსი, ჩრდილო ირლანდოა, დანია, პოლონეთი, უკრაინა, ბალტიის ქვეყნები, ასევე იაპონია.

„ეს ფედერაციები მიიჩნევენ, რომ ახლა რუსეთის დაბრუნება იქნება ნაჩქარევი და არასწორი“, – აცნობა ერთ-ერთმა წყარომ.

ფიფამ კი საკითხის განხილვა გადადო ზელენსკისთან საუბრის შემდეგ.
არსებობდა იდეა, რომ ეს საკითხი ინდივიდუალურ ფორმატში განეხილათ დახურულ კარს მიღმა გავლენინაი დელეგაციების მონაწილეობით. თუმცა შეხვედრა არ შედგა, რადგან ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
„ამ ზარის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ფიფას არ სურს მოვლენების ფორსირება. განხილვა გადადეს, რათა დაძაბულობა არ შექმნილიყო“, – ესეც წყაროს ინფორმაციაა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ველოდებით ხვიჩას 22 სექტემბერს პარიზში: ოქროს ბურთის დაჯილდოებაა