ფიფას The Best-ის ფინალისტები გამოვლენილია. მთავარი ჯილდო 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა.
სამეულში შევიდნენ რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“), ლეო მესი (პსჟ) და მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“).
გაფართოებულ სიაში ასევე იყვნენ: ქარიმ ბენზემა („რეალი“), კევინ დე ბრუინი („სიტი“), კრიშტიანო რონალდო („მანჩესტერი“), ერლინგ ჰაალანდი (დორტმუნდის „ბორუსია“), ჟორჟინიო, ნგოლო კანტე (ორივე „ჩელსი“), კილიან მბაპე, ნეიმარი (ორივე პსჟ).
დაჯილდოების ცერემონია 17 იანვარს, ციურიხში გაიმართება.
მოგეხსენებათ, წელს „ოქროს ბურთი“ ლეო მესიმ მოიგო (კარიერაში მეშვიდედ), რომელმაც მცირედით აჯობა ლევანდოვსკის და ამან გვარიანი მითქმა-მოთქმაც გამოიწვია.
ვინ გახდება წლის მწვრთნელი: სამი კანდიდატი გამოიკვეთა
ვინ გაიტანა წლის გოლი: პრეტენდენტი სამია
მეკარეების სამეული გაირკვა: ვინ გახდება The Best
GIPHY App Key not set. Please check settings