in

ფიფამ საკლუბო თასი აჩვენა: მსოფლიო რუკა, წარწერები 13 ენაზე, ასტრონომია და ამაღელვებელი სიტყვები – რა ჩადეს 24-კარატიანი ოქროს თასის იდეაში

ფიფამ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ახალი თასი წარადგინა.
პრიზი შეიქმნა საიუველირო კომპანია Tiffany & Co-სთან თანამშრომლობით და შეიცავს დეტალებს, რომლებიც „ფეხბურთის მდიდარ ისტორიას ასახავს“.

თასი მოოქროვილია 24-კარატიანი ოქროთი და გამოსახულია ლაზერით ამოტვიფრული წარწერები ორივე მხარეს. ტექსტი და სურათები მოგვითხრობს ფეხბურთის მდიდარ ისტორიაზე. მათში შედის მსოფლიო რუკა და ფიფას 211 წევრი ასოციაციისა და ექვსი კონფედერაციის სახელები, რომლებიც ასახავს ამ თამაშის გეოგრაფიულ და კულტურულ მრავალფეროვნებას.

თასის ცენტრალურ დისკზე წარმოდგენილია ფეხბურთის ტრადიციების ამსახველი სერია, მათ შორის სტადიონისა თუ ეკიპირების სიმბოლოები, ასევე მსოფლიო რუკა. თასზე ამოტვიფრულია წარწერები 13 ენაზე და ბრაილის შრიფტით, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს თამაშის ინკლუზიურ სულს.

„ვოიაჟერის“ ოქროს ფირფიტების ჩანაწერები, რომლებიც გამოიყენეს NASA-ს კოსმოსურ მისიებში 1970-იან წლებში, მენდელეევის პერიოდული სისტემა, პირველ მოგზაურთა რუკები, ასტრონომიული დაკვირვებები – ყველაფერმა ამან თავისი როლი ითამაშა ტროფეის კონცეფციის შემუშავებაში.

თასი, რომელიც აღნიშნავს სპორტის წარსულსაც და მომავალსაც, შეიცავს ციურ სიმბოლოებს, რომლებიც წარმოადგენენ პლანეტების სავარაუდო პოზიციებს იმ დროს, როდესაც ფიფა დაარსდა შაბათ დღეს, 1904 წლის 21 მაისს, პარიზში და ასევე ტურნირის გახსნის მატჩისას, რომელიც ჩატარდება 2025 წლის 15 ივნისს მაიამიში.

თასზე ამოტვიფრულია შთამაგონებელი გზავნილი ჩემპიონებისადმი, მათ შორის შემდეგი ფრაზა: „ამ თასის მფლობელებო, ისტორია თქვენია! თქვენ მოწმენი ხართ მომენტის, რომელიც წარმოადგენს საკლუბო ფეხბურთის მწვერვალს, რომელსაც ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ ბევრს სახელს მოუტანს. ეს სიტყვები ასახავს თასის სტატუსს, როგორც სიდიადეს სიმბოლოს“, – ნათქვამია ფიფას განცხადებაში.

ახალი ფორმატის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი პირველად 2025 წლის ზაფხულში გაიმართება. მასში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაკრები ბათუმში მიდის: საღამოს ვარჯიშია, მანამდე პრესკონფერენცია

მეტი აგრესია: სანიოლს შემტევი ფეხბურთი უნდა, მაგრამ… ორივე თამაში მოსაგებია