in

ფიფამ ინგლისს რაინდობა აუკრძალა

მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე გულშემატკივრებს ჯვაროსნების კოსტუმებში არ დაუშვებენ.

The Times წერს, რომ ჯვაროსნული მოსასხამით, ასევე ხმლითა და ფარით აღჭურვილი ქომაგები არ შეუშვეს ინგლისისა და აშშ-ს მატჩზე.

ფიფაში განაცხადეს, რომ ჯვაროსნების კოსტუმები შესაძლოა არაბულ კონტექსტში შეურაცხმყოფელი იყოს.

ანტიდისკრიმინაციულმა ჯგუფმა Kick It Out ასევე ურჩია გულშემატკივრებს არ ატარონ რაინდების ან ჯვაროსნების კოსტუმები, რომელიც შუა საუკუნეებში ქრისტიანების რელიგიურ ომებს შეახსენებს მუსლიმების წინააღმდეგ.

ინგლისის ნაკრების ქომაგები დაახლოებით 20 წელია ჯვაროსნების კოსტუმებით დაიარებიან სტადიონებზე.

ინგლისისა და ირანის მატჩზე ორი გულშემატკივარი მხოლოდ მას შემდეგ შეუშვეს სტადიონზე, რაც ხმალი და ფარი ჩააბარეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პასუხი ფიფას: ინგლისმა უემბლი ცისარტყელას ფერებში გაანათა

ქალი. სიცოცხლე. თავისუფლება – ირანელებს დროშა წაართვეს