in

ფინეთში ევროპა დაიწყო: ეგაძე მე-12 ადგილზეა, ყვითელაშვილი – მე-16: დღეს გუბანოვა ისრიალებს

ფინეთის ქალაქი ესპო ფიგურულ ციგურაობაში ევროპის რიგით 115-ე ჩემპიონატს მასპინძლობს.
შეჯიბრზე 35 ქვეყნის 131 მოციგურავე გამოვა, მათ შორის 30 გოგონა, 29 ვაჟი, 13 სპორტული წყვილი და 23 მოცეკვავე წყვილი.

საქართველოს ვაჟებში ნიკა ეგაძე და მორის ყვითელაშვილი წარმოადგენენ. ანასტასია გუბანოვა 26 იანვარს იასპარეზებს, მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი 27 იანვარს.

ნიკა ეგაძე მოკლე პროგრამის შემდეგ 72,96 ქულით მე-12 ადგილზეა.

მორის ყვითელაშვილმა 70,55 ქულით მოკლე პროგრამა მე-16 ადგილზე დაასრულა.

27 იანვარს ვაჟები თავისუფალ პროგრამას შეასრულებენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უეფამ ერთა ლიგა გადააკეთა: პლეი-ოფები და გადასასვლელ-გადმოსასვლელი მატჩები დაამატა

უეფამ შესარჩევების ფორმატი შეცვალა