მილანში ზამთრის ოლიმპიურმა თამაშებმა სტარტი უკვე აიღო, თმცა გახსნის ცერემონია დღეს საღამოსაა. გუშინ უნდა გამართულიყო ჰოკეიში ქალთა შორის ფინეთსა და კანადის შეხვედრა, მაგრამ ნოროვირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო მატჩი გადაიდო.
ექიმებმა ფინეთის ქალთა ჰოკეისტთა გუნდში ვირუსის შემთხვევები თამაშის წინ დაადგინეს.
გადაწყვეტილება სამედიცინო პროფესიონალებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს, კოლექტიურად, დადგენილი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პრინციპების შესაბამისად, – აღნიშნა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა.
გადადებული მატჩი 12 თებერვალს გაიმართება.
ზამთრის ოლიმპიური თამაშები იტალიაში 6 თებერვლიდან 22 თებერვლამდე იმართება. ნოროვირუსი კი გადამდები ვირუსია, რომელიც იწვევს კუჭ-ნაწლავის მწვავე ინფექციას, ვრცელდება ინფიცირებულ ადამიანთან პირდაპირი კონტაქტით, დაბინძურებული საკვებით ან წყლით.



GIPHY App Key not set. Please check settings