Netflix იტალიელ ფეხბურთელზე, რობერტო ბაჯოზე ფილმის გამოშვებას გეგმავს.
ნამუშევარი „ბაჯო: ღვთაებრივი ცხენკუდა“ (Baggio: The Divine Ponytail) ეკრანზე 26 მაისს გამოვა.
ფეხბურთელი „მილანის“, „იუვენტუსის“, „ინტერის“, „ფიორენტინოს“, „ბრეშას“ და „ბოლონიას“ გუნდებში თამაშობდა. ის ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, მოიგო იტალიის თასი, უეფას თასი და ინტერტოტოს თასი.
იტალიის ნაკრებში ყოფნის დროს ბაჯომ ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს(1990 წელი) და ვერცხლის(1994 წელი) მედლების მოპოვება შეძლო.
1993 წელს იტალიელმა „ოქროს ბურთი“ მიიღო და ფიფას ვერსიით წლის მოთამაშედაც დასახელდა.
GIPHY App Key not set. Please check settings