მილანსა და კორტინაში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ასპარეზობა დაიწყო და ქართველმა სპორტსმენებმაც აიღეს სტარტი.
რიტუმულ ცეკვაში საქართველო დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა წარადგინეს. მათ მოკლე პროგრამა 78.97 ქულით დაასრულეს და საერთო გუნდურ ჩაათვლაში 5 ქულით მე-6 ადგილზე გავიდნენ.

მოკლე პროგრამაში ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილი გამოვიდა. მათი 77.54 ქულით აიღეს და 9 გუნდური ქულით მე-2 ადგილზე არიან.

მოკლე პროგრამაში საქართველო ანასტასია გუბანოვამ წარადგინა. მისი გამოსვლა 67.79 ქულით შეფასდა და 6 გუნდური ქულით მე-3 ადგილზეა.
საერთო გუნდურ ჩათვლაში, სამი დისციპლინის შემდეგ, საქართველოს 20 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა.

ხვალ, 7 თებერვალს მოკლე პროგრამით ნიკა ეგაძე იასპარეზებს, რის შემდეგ გაირკვევა შეძლებს თუ არა საქართველოს ნაკრები ხუთ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრას და მედლებისთვის ბრძოლას.
ფიგურული ციგურაობის გუნდურ შეჯიბრებაზე 10 ქვეყანა გამოდის. ოთხი გამოსვლის ჯამში ფინალში საუკეთესო ხუთი გუნდი გადავა.
პირველი დღის შემდეგ საუკეთესო ხუთეული ასეთია: აშშ (25 ქულა), იაპონია (23), იტალია (22), საქართველო (20), კანადა (19).



GIPHY App Key not set. Please check settings