ფეხბურთში უახლოეს მომავალში შესაძლოა დროებითი გაძევება გაჩნდეს.
The Telegraph-მა აცნობა, რომ საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო კავშირმა პრინციპული თანხმობა მისცა ტესტირებაზე, მათ შორის პრემიერლიგაშიც. ექსპერიმენტი შესაძლოა უკვე მომდევნო სეზონში დაიწყოს.
IFAB-მა შესაძლოა შემოიღოს 10-წუთიანი გაძევება ისეთ შემთხვევებში, რომელიც არ იმსახურებს უკიდურეს სასჯელს, წითელ ბარათს, მაგრამ უფრო სერიოზულია, ვიდრე გაფრთხილება.
ეს ეხება „ცინიკურ“ ტაქტიკურ ჯარიმებსაც. მაგალითისთვის, მოჰყავთ ჯორჯო კიელინის დარღვევა ევრო 2020-ის ფინალში ბუკაიო საკაზე. იტალიელმა მეტოქეს ფლანგზე მაისურში ჩაავლო ხელი და ინგლისელს გაქცევის საშუალება არ მისცა.
ადრე ისიც თქვეს, რომ IFAB-მა შესაძლოა მსაჯებს ნება დართოს დროებით მოედნიდან მიაბრაძონ ფეხბურთელი, თუ მათ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმებიან.
GIPHY App Key not set. Please check settings