in

ფეხბურთში სილურჯე შემოდის: ლურჯი ბარათი და 10-წუთიანი გაძევება – ფიფამ ცოტა ადრე ხომ არ არისო

ფეხბურთში ლურჯი ბარათი გამოჩნდება.

ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭომ (IFAB), რომელიც ფეხბურთში თამაშის წესების რეგულირებითაა დაკავებული, უკვე დაამტკიცა ცვლილება და მალე გამოაცხადებს ამის შესახებ.

ლურჯი ბარათის ჩვენების შემთხვევაში, მოთამაშე მოედანს 10 წუთით დატოვებს. ლურჯი ბარათით გაფრთხილებას მიიღებენ ფეხბურთელები, რომლებიც ტაქტიკური ჯარიმისთვის, როდესაც სახიფათო შეტევას ჩაშლიან ან მსაჯს შეეკამათებიან.

მოთამაშე, რომელიც 2 ლურჯ ბარათს მიიღებს, გააძევებენ. ასევე, თუ ფეხბურთელი ლურჯი ბარათის მიღების შემდეგ ყვითელ ბარათსაც მიიღებს, ავტომატურად წითელს უჩვენებენ.

ლურჯი ბარათი ტოპ ტურნირებზე ჯერ არ გამოჩნდება, მაგრამ შესაძლოა მამაკაცთა და ქალთა შორის ინგლისის ასოციაციის თასის შეხვედრებში დატესტონ.

ლურჯ ბარათზე კომენტარი ფიფამაც გააკეთა.
„ფიფას სურს განმარტოს, რომ ე.წ. „ლურჯი ბარათის“ შესახებ ინფორმაცია ტოპ დონეზე მცდარია და ნაადრევი.
ნებისმიერი მსგავსი ცდები ბევრად დაბალ დონეზე უნდა დაიტესტოს.
ფიფა ამ პოზიციაზე იქნება საკითხის განხილვისას 2 მარტის ყოველწლიურ შეკრებაზე“.

ცნობილმა გერმანელმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა ლურჯ ბარათათთან დაკავშირებით კარგად იხუმრა: „ატლეტიკოს“ 6 კაცით თამაში მოუწევსო…

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილი და მისი ისტორიული რეკორდი: გიორგის გაყიდვა გადაწყვეტილიაო

რონალდო მსოფლიოს ყველაზე ფულიანი სპორტსმენია