ზაფხულის ოლიმპიური თამaშების პროგრამიდან შესაძლოა ფეხბურთი ამოიღონ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ფიფა მსოფლიო ჩემპიონატს ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩაატარებს.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სპორტის სახეობების სია გამოაქვეყნა, რომლებიც რეკომენდირებულია 2028 წლის ოლიმპიადის პროგრამისთვის. ფეხბურთი არის ჩამონათვალში, მაგრამ პირობაც აქვს თანდართული: „ოლიმპიური კომიტეტი თვალს მიადევნებს საერთაშორისო კალენდარში ცვლილებებს“.
არსენ ვენგერმა მსოფლიო ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების იდეა წამოაყენა და ფიფა აქტიურად უჭერს მხარს.
GIPHY App Key not set. Please check settings