პრემიერლიგის კლუბების ხელმძღვანელობა შეშფოთებულია იმით, რომ დეკემბრის ბოლოდან ჩემპიონატის მატჩებზე შესაძლოა გულშემატკივრები აღარ დაუშვან.
The Telegraph აღნიშნავს, რომ მიუხედავად ხელისუფლების განცხადებებისა, რადიკალური ნაბიჯების აუცილებლობა ჯერ არ არის, გუნდებში იმედვნებენ, რომ 28 დეკემბრის შემდეგ მაყურებელს სტადიონებზე კვლავინდებურად დაუშვებენ.
ანალოგიური სიტუაციაა უფრო დაბალ ლიგებში – იქაც ეშინიათ ტრიბუნების ჩაკეტვის.
ამოსობაში გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ომიკრონის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ზომებზე ისაუბრა.
კერძოდ, 28 დეკემბრიდან სპორტულ ღონისძიებებს მაყურებელი ვეღარ დესწრება.
„მსხვილმასშტაბიანი რეგიონალური ღონისძიებები აღარ უნდა გაიმართოს მაყურებლის თანდასწრებით, ეს განსაკუთრებით ეხება ფეხბურთს“, – თქვა შოლცმა.
რამდენ ხანს გაგრძელდება შეზღუდვა, ცნობილი არ არის.
GIPHY App Key not set. Please check settings