16 და 19 ნოემბერს პირველი რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს ნაკრების მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება.
ერთა ლიგის ფარგლებში, საქართველოს ნაკრები ორ შეხვედრას გამართავს. 16 ნოემბერს უკრაინის ნაკრებთან მატჩი ბათუმში ჩატარდება, ხოლო 19 ნოემბერს ჩეხეთში.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, ორივე მატჩისთვის პირველი რესპუბლიკის მოედანზე გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანები დამონტაჟდება.
„თბილისელ გულშემატკივარს, ვინც ვერ ახერხებს აღნიშნულ თამაშებზე დასწრებას, ვთავაზობთ პირდაპირ ტრანსლაციას. ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოვაწყობთ სპეციალურ სივრცეს, დიდ ეკრანებს დავამონტაჟებთ და კვების ობიექტებს განვათავსებთ. შევქმნით ყველანაირ პირობას, რომ გულშემატკივარმა უქომაგოს ეროვნულ ნაკრებს, როგორც 16 ნოემბრის, ისე 19 ნოემბრის შეხვედრაში. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს ფეხბურთელებს. ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს ჩვენს ნაკრებს და განსაკუთრებით სჭირდებათ გულშემატკივრობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
GIPHY App Key not set. Please check settings