ფეხბურთის წესებში ცვლილებები შეიტანეს.
დოჰაში საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭოს (IFAB) წევრების შეკრებაზე გადაწყდა, რომ მუდმივ საფუძველზე დაამტკიცონ მატჩის მსვლელობისას 5 ცვლილება, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მაისში დროებით შემოიღეს.
ასევე გადაწყვიტეს გაზარდონ თადარიგში მყოფი ფეხბურთელების რაოდენობა – 12-დან 15-მდე ტურნირის ორგანიზატორის შეხედულებისამებრ.
ასევე განიხილეს მსაჯებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებისა და მათი უსაფრთხოების საკითხი. მონაწილეები შეთანხმდნენ შეიმუშაონ ამ პრობლემის გადაჭრის ინიციატივები.
ყატარში ასევე განიხილეს ტვინის შერყევის გამო შეცვლის მიმდინარე ტესტები (გაახანგრძლივეს 2023 წლის აგვისტომდე, რათა შეკრიბონ საკმარისი მონაცემები მეცნიურულად დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად) და თამაშგარე მდგომარეობის შესაძლო ალტერნატივები.
შეკრების მონაწილეებმა სხვა შესაძლო სიახლეების დანერგვის შესახებაც ისაუბრეს, რომლებსაც ამჟამად ცდიან: მსაჯის გადაწყვეტილების განმარტება მატჩის მსვლელობისას, სათამაშო დროის უფრო სამართლიანი დათვლა, აუტიდან ბურთის ფეხით შემოტანა.
ფიფა და IFAB ამ პროცესებს აკონტროლებენ.
GIPHY App Key not set. Please check settings