in ,

ფეხბურთელი, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე უნდა დავაკვირდეთ: ხვიჩა კვარაცხელია

მსოფლიო ჩემპიონატით გამოწვეული შემჭიდროებული კალენდრის გამო ევროპის საუკეთესო გუნდები ჩემპიონთა ლიგაზეც შემჭიდროებულად ითამაშებენ. ტურნირის ჯგუფური ეტაპი უკვე იწყება, 6-7 სექტემბერს პირველი მატჩებია. ხვიჩას „ნაპოლის“ მაგარი შეხვედრა ელის – „ლივერპულთან“.

გამოცემა playingfor90.com მოახლოებულ ლიგაზე სტატია მოამზადა და ის სამი ფეხბურთელი გამოარჩია, ვისაც წლევანდელ ლიგაზე ყურადღება უნდა მივაქციოთ.

სასიხარულოა, რომ ერთ-ერთი მათგანი სწორედ კვარაცხელიაა.

“ჩემპიონთა ლიგის სეზონი დადგა, რადგან ჯგუფები გასულ კვირას დაკომპლექტდა. ყველა აღფრთოვანებულია ისეთი სუპერვარსკვლავების ყურებით, როგორებიც არიან ბენზემა, მბაპე, ნეიმარი და მრავალი სხვა. თუმცა, ყოველწლიურად არის რამდენიმე მოთამაშე, რომლებიც თავს ავლენენ ჩემპიონთა ლიგის სცენაზე“ – წერს გამოცემა და განაგრძობს:

„შარშან ეს იყო დარვინ ნუნიესი, 2020 წელს გვყავდა ჰოლანდი და ვის დაავიწყებდა 16/17 სეზონის მბაპე.
ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომლებიც მზად არიან აჩვენონ საკუთარი უნარები ამ კამპანიაში.
ვინ იქნება წლევანდელი მბაპე თუ ჰოლანდი?

ხვიჩა კვარაცხელია

„A ჯგუფში „ნაპოლისთან“, „ლივერპულთან“, „აიაქსთან“ და „რეინჯერსთან“ ერთად ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა. აქ არიან ფაბიო კარვალიო, მალიკ ტილმანი და ვიქტორ ოსიმენი, მაგრამ ფეხბურთელი, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, არის ქართველი სენსაცია ხვიჩა კვარაცხელია.

21 წლის გარემარბი ამ ზაფხულს „ნაპოლიში“ გადავიდა ლორენცო ინსინიეს შემცვლელად და სეზონში სამი მატჩის შემდეგ, ის ნეაპოლის ლეგენდას ავსებს.

პირველ ორ თამაშში ხვიჩამ 4 გოლი გაიტანა “მონცასა” და “ვერონას” წინააღმდეგ (არადა 3 გოლი და 1 საგოლე პასი), თუმცა საქმე მხოლოდ გოლებს არ ეხება. ეს არის მისი აგრესიულობა ფლანგზე და რამდენად მოქნილი, მიუხედავად იმისა, რომ 6 ფუტი სიმაღლისაა.

გარემარბს აქვს შესანიშნავი შესაძლებლობა, აჩვენოს საკუთარი თავი მსოფლიოს „ლივერპულის“ წინააღმდეგ.

გასული სეზონის ფინალისტთან ბრძოლა არის დიდი შანსი, რომ ყველამ იცოდეს თუ ვინ ხარ. „ენფილდის“ კაშკაშა განათების ქვეშ გამორჩევა არ არის მარტივი ამოცანა. თუმცა ეს ადრეც გაუკეთებიათ: გაიხსენეთ დარვინ ნუნიესი შარშან და მარკოს ლორენტე რამდენიმე სეზონის წინ.

ხვიჩას შეუძლია პრემიერლიგის დიდი კლუბის (შესაძლოა თავად „ლივერპულის“) ინტერესიც კი გამოიჩინოს“.

კიდევ ორი მოთამაშე, რომლებიც გამოცემამ გამოარჩია გახლავთ გონსალო რამოსი („ბენფიკა“) და ჟოტა („სელტიკი“).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ლამაზი და ეფექტური გოლები პოლონეთში – ლეგიონერების ამბები

ევრობასკეტი 2022 თბილისში დაიწყო: პირველი ქულები ბულგარელებისაა