ხორვატიაში, „სლავენის“ ფეხბურთელებმა ამხანაგური მატჩი ითამაშეს მეორე დივიზიონის „სესვეტესთან“. ეს არაფრით გამორჩეული შეხვედრა საინტერესო იმით გახდა, რომ „სლავენის“ ფეხბურთელები მოედანზე ყურის დამცავი საცობებით გავიდნენ. ეს იყო გუნდის მთავარი მწვრთნელის ტომისლავ სტიპიჩის იდეა. ექსპერიმენტმა არ გაამართლა: „სლავენმა“ 4 გოლი გაუშვა და წააგო.
როგორც ირკვევა, მწვრთნელი მოთამაშეებისგან უკეთეს კომუნიკაციას და მოედანზე ავტომატიზმამდე დასულ ურთიერთგაგებას ითხოვს. მისი აზრით, ყურის დამცავი საცობები ფეხბურთელებს დაეხმარება უკეთ გაიგონ პარტნიორების ადგილმდებარეობა მოედანზე.
„ამ თამაშის მიზანია, რომ მოთამაშეებმა გაიუმჯობესონ არავერბალური ურთიერთობები. გვინდა, რომ ისინი დამოუკიდებლად თამაშობდნენ, ამიტომ შევქმენით უფრო რთული პირობები“, – დაწერა სტიპიჩის სიტყვები Sportske Jutarnj-მა.
მატჩი „სესვეტემ“ 4:2 მოიგო.
„სლავენი“ ზამთრის შესვენებაზე გავიდა, ის მე-6 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings