ევრო 2020-სა და აფრიკის თასის მონაწილეთა ნახევარს ინტერნეტში შეურაცხყოფას აყენებდნენ.
ფიფასა და FIFPro-ს კვლევის თანახმად, ფეხბურთელების 55%-ზე მეტი, რომლებმაც ითამაშეს იტალია-ინგლისის (1:1, 3:2 პენ) და სენეგალი-ეგვიპტეს (0:0. 6:4 პენ) შეხვედრებში, შეურაცხყოფას წააწყდნენ მატჩამდე, მატჩისას და მატჩის შემდეგ.
ყველაზე მეტი იყო ჰომოფობიური გამონათქვამები (40%), რასისტულმა შეძახილებმა მეორე ადგილი დაიკავა (38%).
Sky Sports-ის მონაცემებით, ევროს ფინალის დროს ყველაზე მეტად შეურაცხყოფდნენ ბუკაიო საკას და მარკუს რაშფორდს – ორივემ პენალტი გააფუჭა.
ყველაზე მეტი შეურაცხყოფა წამოვიდა წაგებული ქვეყნის წარმომადგენლებისგან: ნეგატიური შეტყობინებების 38% დიდ ბრიტანეთზე მოდის, 19% – ეგვიპტეზე.
ამასთან დაკავშირებით ფიფა და FIFPro ჩაუშვებენ სპეციალურ მოდერაციას, რომელიც მამაკაცთა და ქალთა მსოფლიო ჩემპიონატებზე შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს დაფარავს.
GIPHY App Key not set. Please check settings