in

ფეხბურთელებს ვთხოვ გაიმეორონ იგივე, რაც შაბათს, თბილისში გააკეთეს: რა არის სანიოლისთვის გუნდური მუშაობის მაგალითი

საქართველოს ნაკრებს დღეს კიდევ ერთხელ აქვს დასამტკიცებელი, რომ ბოლო დროინდელი წარმატება შემთხვევითობა კი არა, კანონზომიერებაა. სახელით შესაძლოა ალბანეთი გრანდებს არ მიეკუთვნებოდეს, მაგრამ ძალიან კარგი გუნდია, რაც გასულ ევრო 2024-ზეც დაამტკიცა და აგერ უკრაინასაც მოუგო პირველი შეხვედრა. თან ეს გუნდი შინ განსაკუთრებით კარგად თამაშობს და გულშემატკივარი მასაც შესანიშნავი ჰყავს.

ჩვენმა ნაკრებმა მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშა, ვარჯიშამდე ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ადგილობრივი და ქართული მედიის კითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უპასუხა.

მოსაგებად ჩამოვედით: ნაკრებმა ტირანაში მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა

ვილი სანიოლი:

“ალბანეთის ნაკრებს, საქართველოს მსგავსად, ძალიან კარგი ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა. მაღალი ინტენსივობით ჩაატარეს თითოეული თამაში. ვიცით, რომ მეტოქეს ტრიბუნებიდან დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ ეს კარგია ჩვენთვისაც. ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ ჩემი ფეხბურთელებიც ფხიზლად იქნებიან.

ალბანეთის წინააღმდეგ ორი წლის წინ ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ, რომელიც ძალიან რთული იყო. ფეხბურთელებს ყოველთვის ვთხოვ, რომ საუკეთესო თვისებები წარმოაჩინონ. გაიმეორონ იგივე, რაც შაბათს, თბილისში გააკეთეს. შესაძლოა, მატჩი სხვა შედეგით დასრულდეს, თუმცა მთავარია ფეხბურთელებმა იგივე შემართებით და კონცენტრაციით ითამაშონ.

ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ შეასრულებს პენალტს – ხვიჩა, მიქაუტაძე თუ გველესიანი, რომელიც 11-მეტრიანების ექსპერტია. მთავარი გოლის გატანაა. ევროპის ჩემპიონატზე პენალტის შესრულებისას კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ ერთმანეთთან საუბრის შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება. ვფიქრობ, სწორედ ეს არის გუნდური მუშაობის მაგალითი. არის დეტალები, რასაც წინასწარ ვგეგმავთ, მაგრამ მოედანზე ზოგჯერ რაღაც იცვლება და ფეხბურთელებმა უნდა აიღონ ეს პასუხისმგებლობა. ხვიჩამ ამჯერად შესანიშნავად შეასრულა პენალტი და ვიმედოვნებ, რომ მომდევნო მატჩებშიც ასე იქნება”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია: მამარდაშვილი ალბანეთთან რთულ თამაშს ელოდება

ნიდერლანდებთან წავაგეთ და გვრჩება მთავარი თამაში: ოქტომბერში შვედეთთან