ფლორიან ვირტცი ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა მოთამაშეების ვერსიით.
გერმანიის ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებმა გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშის გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც Kicker-მა ჩაატარა და სულ 227 ფეხბურთელს შეეხმიანა.
რეიტინი ასეთი გამოვიდა:
- ფლორიან ვირტცი („ბაიერი“) – 51,1%;
- გრანიტ ჯაკა („ბაიერი“) – 7,5%;
- ალექს გრიმალდო („ბაიერი“) – 6,2%;
- სერუ გირასი („შტუტგარტი“) – 5,4%;
5-6. ჯამალ მუსიალა („ბაიერნი“) და დენიზ უნდავი („შტუტგარტი“) – 4,4%; - ჰარი კეინი („ბაიერნი“) – 3,5%;
- ხავი სიმონსი („ლაიპციგი“) – 1,8%.
ფეხბურთელებმა ასევ უპასუხეს კითხვას ყველაზე იმედგაცრუებულ მწვრთნელთან დაკავშირებით. ამ არც თუ სასიამოვნო რეიტინგში მოხვდა ტომას ტუხელიც.
- ნენად ბელიცა („უნიონი“) – 18,1%;
- ნიკო კოვაჩი („ვოლფსბურგი“) – 16.7%;
- ტომას ტუხელი („ბაიერნი“) – 16.3%;
- შტეფან ბაუმგარტი („კიოლნი“) – 12.8%;
- ურს ფიშერი („უნიონი“) – 11%.
GIPHY App Key not set. Please check settings