ბერგამოს “ატალანტას” უკრაინელმა ფეხბურთელმა რუსლან მალინოვსკიმ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციაზე ისაუბრა.
“ცოლთან ერთად ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებით ვართ დაკავებული. გუშინ და გუშინწინ ჩერნიგოვის ოლქში ორი მანქანა გაემგზავრა.
ფეხბურთელების ცოლები აქტიურად მუშაობენ უკრაინელებისთვის სხვადასხვა ნივთების შესაგროვებლად. ამასწინ “ინტერის” ფეხბურთელის ბარელას მეუღლემ მთელი მანქანა მოიტანა. გამიკვირდა. ჩვენ სხვადასხვა გუნდებში ვთამაშობთ, მაგრამ ისინიც ცდილობენ დახმარებას.
კოვალენკოსთან მუდმივ კავშირზე ვარ. მასთან, “სპეციაშიც” აგროვებენ. უკრაინის სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა სახის ნივთებია საჭირო, ამიტომ ყველაფერი სორტირდება და ისე იგზავნება. თანაც ეს ყველაფერი ოფიციალურად უნდა გაფორმდეს, ასე მარტივადაც არ არის”, – თქვა მალინოვსკიმ.
თავად მალინოვსკი ჟიტომირშია დაბადებული. იყო დრო, როდესაც დონეცკისა (“შახტარი”) და ლუგანსკის (“ზარია”) გუნდებში თამაშობდა, იტალიაში კი 2019 წლიდანაა.
GIPHY App Key not set. Please check settings