in

ფეხბურთელების გადაყიდვით ყველაზე მეტად ლილმა იხეირა: როგორია ტოპ 10

„ლილმა“ ბოლო 10 წლის განმავლობაში სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე დიდი მოგება მიიღო.

სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრის (CIES) მონაცემების თანახმად, 2014-დან 2023 წლამდე პერიოდში „ძაღლებმა“ 386 მლნ ევროს დადებითი სალდო ნახეს. კლუბმა 627 მლნ ევროდ გაყიდა ფეხბურთელები და თავად კი შენაძენებზე 241 მლნ დახარჯა.

აღსანიშნავია, რომ საკუთარი აღზრდილების გაყიდვა არ გაუთვალისწინებიათ. მხოლოდ ის ფეხბურთელები მიიღეს მხედველობაში, რომლებიც სხვა გუნდებიდან მივიდნენ. ანუ საუბარია მოთამაშეების გადაყიდვაზე.

ტოპ 10-ში მოხვდნენ:

  1. „ლილი“ (სატრანსფერო ბაზარზე შემოსავლებსა და გასავლებს შორის სხვაობა – 386 მლნ ევრო).
  2. „აიაქსი“ (317 მლნ ევრო).
  3. „ზალცბურგი“ (233 მლნ ევრო).
  4. „მონაკო“ (218 მლნ ევრო).
  5. „ლაიპციგი“ (216 მლნ ევრო).
  6. „სასუოლო“ (208 მლნ ევრო).
  7. „ბენფიკა“ (200 მლნ ევრო).
  8. „ატალანტა“ (200 მლნ ევრო).
  9. „აინტრახტი“ (182 მლნ ევრო).
  10. „სპორტინგი“ (169 მლნ ევრო).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

2000-იანებში საუკეთესო მეკარე ბუფონი იყო

ბარსელონამ ყიდვა-გაყიდვა არ იცის: ამ გუნდებმა ყველაზე მეტი ფული დაკარგეს