პორტუგალიის ნაკრების მესაჭემ, ფერნანდუ სანტუშმა კრიშტიანუ რონალდუს სათადარიგო სკამზე დასმის შესახებ ისაუბრა:
“არაფერს ვნანობ, რონი უდიდესი მოთამაშეა, მაგრამ მის სკამზე დასმას არ ვნანობ, რადგან მას ყველაზე საჭირო დროს ვიყენებდი.
რატომ დავმარცხდით? – იღბალი. ყველაფერი სწორად კეთდებოდა, იყო კრეატივი, არაერთი საინტერესო იერიში და მცდელობა, მაგრამ რიგ მომენტებში უიღბლობამ იჩინა თავი და ამიტომაც დავმარცხდით”.
პორტუგალიის ნაკრები მუნდიალს 1/4 ფინალური ეტაპიდან დაემშვიდობა მაროკო კი 1/2 ფინალში ხვალ ითამაშებს.
GIPHY App Key not set. Please check settings