გუშინ, პორტუგალიის ნაკრებმა შვეიცარიას 6:1 გადაურბინა და 1/4 ფინალშიც გავიდა, მაგრამ განხილვის უმთავრესი საგანი არა პორტუგალიელთა ფეერიული ფეხბურთი, არამედ კრიშტიანუ რონალდუს სათადარიგო სკამზე მოხვედრა აღმოჩნდა.
ცხადია, უბედნიერეს ფერნანდუ სანტუშს ჟურნალისტებმა რონალდუს თაობაზეც იკითხეს:
“ამაზე უკვე ვისაუბრე და მეორედ აღარ ვაპირებ. ეს, მხოლოდ სათამაშო გეგმის ნაწილი იყო. კრიშტიანუ ჩვენთვის სამაგალითო კაპიტანი და ლიდერია. არანაირი პრობლემა მასთან არ მაქვს, თუმცა გუშინდელ მატჩში ამგვარი გეგმა მქონდა. ჩვენ წლებია ვმეგობრობთ. ჟოაუ კანსელუს შესახებ რატომ არ მეკითხებით, ისიც, ხომ ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია, მაგრამ ყველა მოთამაშე განსხვავებულია და კონკრეტულ გეგმას, შესაძლოა, ცვლილება დასჭირდეს”.
პორტუგალია 1.4 ფინალში მაროკოს შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings