ალექს ფერგიუსონი Goal-ის მიხედვით 21-ე საუკუნის პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელად არის აღიარებული.
ონლაინ სპორტულმა პორტალმა შეადგინა 25 საუკეთესო მწვრთნელის სია, რომლებიც პრემიერლიგაში 2000 წლიდან მუშაობდნენ. შოტლანდიელმა სპეციალისტმა პირველი ადგილი დაიკავა.
ტოპ 15 ასე გამოიყურება:
- ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაიტედი);
- პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი);
- არსენ ვენგერი (არსენალი);
- ჟოზე მოურინიო (ჩელსი, მანჩესტერ იუნაიტედი, ტოტენჰემი);
- იურგენ კლოპი (ლივერპული);
- კარლო ანჩელოტი (ჩელსი, ევერტონი);
- რობერტო მანჩინი (მანჩესტერ სიტი);
- ანტონიო კონტე (ჩელსი, ტოტენჰემი);
- მანუელ პელეგრინი (მანჩესტერ სიტი, ვესტ ჰემი);
- კლაუდიო რანიერი (ჩელსი, ლესტერი, ფულჰემი);
- რაფაელ ბენიტესი (ლივერპული, ჩელსი, ნიუკასლი, ევერტონი);
- მაურისიო პოჩეტინო (საუთჰემპტონი, ტოტენჰემი, ჩელსი);
- მიკელ არტეტა (არსენალი);
- დევიდ მოიესი (ევერტონი, მანჩესტერ იუნაიტედი, ვესტ ჰემი);
- ჟერარ ულიე (ლივერპული).
როი ჰოჯსონმა მე-16 ადგილი დაიკავა, უნაი ემერი მე-20, სემ ელერდაისმა 21-ე, შონ დიჩიმ კი 25-ე.
GIPHY App Key not set. Please check settings