in

ფერგიუსონის მანჩესტერის სიმბოლური ნაკრები

უეინ რუნი „მანჩესტერის“ სიმბოლურ ძირითადში ვერ მოხვდა.

Manchester Evening News-ის საიტზე გამოჩნდა გუნდი, რომელიც ალექს ფერგიუსონის დროინდელი ფეხბურთელებისგან შედგება.

ძირითადში შევიდნენ: პიტერ შმეიხელი, დენის ირვინი, რიო ფერდინანდი, სტივ ბრიუსი, გარი ნევილი, მაიკლ ქერიკი, როი კინი, პოლ სქოულზი, რაიან გიგზი, კრიშტიანო რონალდო და ერიკ კანტონა.

თადარიგში არიან: ნემანია ვიდიჩი, რუდ ვან ნისტერლოი, უეინ რუნი, ედვინ ვარ დერ სარი და ოლე-გუნარ სულშერი.

თუმცა ცოტა დამაბნეველი ამბავია. Sportbible-ზეც ჩამოწერილია ალექს ფერგიუსონის ყველა დროის „მანჩესტერი“, სადაც მცირედი ცვლილებაა. აქ დაცვაში დგას იაპ სტამი, ასევე პატრის ევრა, ხოლო წინა ხაზზე არის უეინ რუნი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბარსა ნოუ კამპის ბალახს ყიდის, სხვა რაღაცეებსაც

მსოფლიოს უძვირეს კლუბებში 7 საფეხბურთოა