ხვიჩას დიდებული თამაში გრძელდება და შესაბამისად გრძელდება ასეთივე გამოხმაურებები და კომენტარები მის შესახებ.
„ნაპოლიმ“ სერია ა-ს 23-ე ტურში სტუმრად „სასუოლო“ ჩვენიანის დახმარებით 2:0 დაამარცხა. კვარამ კი მე-12 წუთზე ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა – საოცარი დრიბლინგით აიღო მეტოქის კარი.
ადგილობრივი მედია აღფრთოვანებით წერს ქართველ ფეხბურთელზე.
Calcionapoli
„მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა. ოსიმენთან ერთად ქმნის ტანდემს, რომლისაც ნახევარ ევროპას შურს, ხვიჩას ვერავინ აჩერებს“.
Areanapoli
„თავისი კლასი კიდევ ერთხელ აჩვენა. ძალა, ტექნიკა, სისწრაფე – კვარას ყველა ეს თვისება გააჩნია, იგი სუპერგმირს ჰგავს“.
Tuttonapoli
„ფენომენის კიდევ ერთი ფენომენალური თამაში. აღსანიშნავია მისი გოლი, რომელიც მოედნის ცენტრიდან დრიბლინგით დაიწყო და ასევე ოსიმენზე გაკეთებული ფანტასტიკური პასი“.
Corriere dello Sport
„კვარა მეტოქის შიშს იწვევს, ყველაფერს უმარტივესად აკეთებს. მისი დრიბლინგი ჩვეულებრივი ადამიანისას არ ჰგავს“.
Eurosport
„მისი შეჩერება შეუძლებელია. სერია ა-ში მსგავსი რამ იშვიათად გვინახავს. ხვიჩას გოლი ნამდვილი მარგალიტია“.
მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა გუნდს მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ და მანაც აღნიშნა ქართველის დამსახურება:
„მოგებაში უდიდესი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვის, აღსანიშნავია, მისი საოცარი დრიბლინგი. ასევე ოსიმენის გოლიც, მიუხედავად ორი გაფუჭებული მომენტისა. აუცილებელია მეტი ბალანსი ვიპოვოთ, მუდამ ორ ფეხბურთელზე დამოკიდებული რომ არ ვიყოთ“.
GIPHY App Key not set. Please check settings