საქართველოს ნაკრებმა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დიდი ტურნირის 14 შესარჩევი ეტაპი ითამაშა. მეთხუთმეტე ნცდელობა წარმატებული გამოდგა – ერთა ლიგიდან მოიპოვა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საგზური.
საქართველოს ნაკრების პირველი, ისტორიული გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. მის ანგარიშზე 26 სანაკრებო მატჩში 11 გოლია.
ვილი სანიოლი პირველი ფრანგი მწვრთნელია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე უცხოური ნაკრები გაუწვრთნია.
ევრო 2024. F ჯგუფი
თურქეთი – საქართველო 3:1
18 ივნისი. დორტმუნდი. “BVB არენა”. 59 127 მაყურებელი
გოლები: 1:0 მიულდური (25), 1:1 მიქაუტაძე (32. ქოჩორაშვილის პასით), 2:1 გიულერი (65. აიჰანის პასით), 3:1 აქთიურქოღლუ (90+7)
თურქეთი: გიუნოქი, მიულდური (85. ჩელიკი), აქაიდინი, ბარდაქჩი, ქადიოღლუ-, აიჰანი (79. დემირალი), ჩალჰანოღლუ (90+1. იოზჯანი), გიულერი (79. იაზიჩი), ქოქჩუ, ილდიზი (85. აქთიურქოღლუ), ილმაზი
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია (85. ზივზივაძე), დვალი, წიტაიშვილი (74. ლოჩოშვილი), ქოჩორაშვილი-, მექვაბიშვილი (89. ალთუნაშვილი), ჩაკვეტაძე (74. დავითაშვილი), კვარაცხელია, მიქაუტაძე
მწვრთნელი: ვილი სანიოლი
გაფრთხილება: ბარდაქჩი (35), კვირკველია (56), ჩალჰანოღლუ (89)
არბიტრი: ფ. ტელიო (არგენტინა)
უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე: არდა გიულერი
გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა საქართველოს ნაკრების პირველი გოლი დიდი ტურნირების ისტორიაში, ამასთან, მან გაიტანა 6 გოლი ბოლო 6 მატჩში, როგორც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელმა.
თურქეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩში იყო 36 დარტყმა კარის მიმართულებით – ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე, ასევე, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ზოგადად, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩისთვის ევრო 2020-ის (თურქეთი-შვეიცარია) შემდეგ.
გარდა იმისა, რომ გოლი გაიტანა, არდა გიულერმა 5 საგოლე შანსიც შექმნა, რაც ევროპის 1980 წლის ჩემპიონატის შემდეგ თინეიჯერისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
არდა გიულერმა კრიშტიანო რონალდოს აჯობა. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც გოლი გაიტანა მისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე – 19 წლის და 114 დღის ასაკში. წინა რეკორდი ეკუთვნოდა კრიშტიანო რონალდოს, რომელმაც ევრო 2004-ზე 19 წლის და 128 დღისამ გაიტანა.
ამასთან, გიულერი მეხუთეა ევროპის პირველობაზე ყველაზე ახალგაზრდა გოლის გამტანებში. რეკორდი ეკუთვნის ევრო 2004 წელს გოლის გამტან 18 წლის და 141 დღის იოჰამ ფონლანტენს.
რა გასაკვირია, არდა ყველაზე ახალგაზრდა თურქია, ვისაც ევროზე გაუტანია.
1964 წლის (უნგრეთი) შემდეგ თურქეთი გახდა მეორე გუნდი ევროპის ჩემპიონატებზე, რომელსაც ძირითადში ორი თინეიჯერი ჰყავდა – არდა გიულერი და ქენან ილდიზი.
GIPHY App Key not set. Please check settings