გიორგი ჩაკვეტაძეს ბარძაყის კუნთი გაუწყდა და მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს. დიდი ალბათობით ფეხბურთელი ივნისში დაგეგმილ სანაკრებო მატჩებს ოპტიმალურ ფორმაში ვერ შეხვდება.
გიორგი ჩაკვეტაძე ისევ ტრავმირებულია
მიმდინარე სეზონში გიორგის მუხლის ტრავმა აწუხებდა და გუნდს სწორედ ამიტომ ვერ ეხმარებოდა. მარტის დასაწყისში „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰაინ ვანჰაზებრუკმა ქართველი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი თავს ბევრად უკეთ გრძნობდა, თუმცა შემდეგ კვლავ დაშავდა. ჩაკვეტაძის დაბრუნებას აპრილის მიწურულს ვარაუდობდნენ, თუმცა მან მინდორზე გასვლა გაცილებით უფრო ადრე შეძლო. მიუხედავად ამისა, კვლავ დაშავდა და სავარაუდოდ სეზონის დარჩენილ ნაწილში ბელგიურ კლუბს ვერ დაეხმარება.
ჩაკვეტაძე საგრძნობლად გაიაფდა: ქართველი 9-ის ნაცვლად 3.2 მილიონი ღირს
GIPHY App Key not set. Please check settings