in

ფანცხავა და მარგველაშვილი ოლიმპიადას დაემშვიდობნენ

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 18 წლის ნოე ფანცხავამ 100 მეტრ დისტანციაზე გულაღმა ცურვის დისციპლინაში იასპარეზა და საკვალიფიკაციოში 46 მონაწილიდან 41-ე ადგილი დაიკავა.
პარიზის ოლიმპიურ თამაშების მეორე საშეჯიბრო დღეს სარბიელზე გავიდა მოცურავე ნოე ფანცხავა. 18 წლის ქართველს მისთვის სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში საკვალიფიკაციო გაცურვა ჰქონდა. სამწუხაროდ, მისი შედეგი (56.46) შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა და ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა 41-ე ადგილზე დაასრულა.

ძიუდოს ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს ქართველი სპორტსმენებიდან ტოკიოს ოლიმპიადის ფინალისტი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) გამოვიდა.
ევროპის მოქმედი ჩემპიონი პირველ შეხვედრაში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ვალიდ ხიარს დაუპირისპირდა და იპონით დამარცხდა. ვაჟა ტურნირს დაემშვიდობა.
აღსანიშნავია, რომ გასულ ოლიმპიადაზე მან ვერცხლის მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარიზში ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, გიორგი სარდალაშვილს (60 კგ), მაგრამ 21 წლის ქართველი გამოცდილ ესპანელ ფრანცისკო გარიგოსთან დამარცხდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოჩოლეიშვილი კოპენჰაგენში გადადის, აზაროვი იტალიაში არ გაუშვეს

ყუშიტაშვილი ოლიმპიადას გამოეთიშა